| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კოპენჰაგენის Geranium მსოფლიოს საუკეთესო
რესტორნად დასახელდა The World's 50 Best Restaurants გასტრონომიული ინდუსტრიის საერთაშორისო
რეიტინგის ვერსიით. ამის შესახებ ინფორმაციას დანიური ტელეარხი TV2 ავრცელებს.
„დანიურმა Geranium კოპენჰაგენში, რომელიც „მიშლენის“
სამი მედლის მფლობელია, 2022 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის რეიტინგში პირველი
ადგილი დაიკავა“, – იუწყება ტელეარხი.
The World's 50 Best Restaurants–ის გასტრონომიული ინდუსტრიის
რეიტინგის პრეზენტაცია 16–20 ივლისს მოსკოვში იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორების
გადაწყვეტილებით ღონისძიება ლონდონში გაიმართა. პრეზენტაციას მიეძღვნა ასევე მაღალი
კლასის სამზარეულოს პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის განკუთვნილი 5–დღიანი თემატური
პროგრამა.
ღონისძიების ფარგლებში ბრიტანეთის დედაქალაქს 2
000–ზე მეტი პროფესიონალი, გასტრონომიის მიმომხილველი, ექსპერტი და შეფ–მზარეული ეწვია
მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებიდან.
The World's 50 Best Restaurants უკვე 20 წელია რაც არსებობს და მისი რეიტინგები მილიონობით გურმანის ორიენტირია.


| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss