ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსეთში ებრაელებს ავიწროებენ: „თუ წახვალთ ისრაელში, ყველაფერს დაკარგავთ“
26 ივლისი, 2022, 13:24
რუსეთში ებრაელებს ავიწროებენ: „თუ წახვალთ ისრაელში, ყველაფერს დაკარგავთ“

თბილისი (GBC) – რუსული ბანკები ფედერაციის ტერიტორიაზე ებრაული ორგანიზაციების წინააღმდეგ აგორებულ პროცესში ჩაებნენ. ებრაულ სააგენტო „სოხნუთში“ საჩივრები შედის რუსი ებრაელებისგან. რომ მათ ის ბანკები ემუქრებიან, სადაც საკუთარი დანაზოგები აქვთ შენახული.

რუსი ებრაელების თქმით, რომლებმაც ორგანიზაციას მიმართეს, მათ, ვინც რეპატრიაციას აპირებს, ემუქრებიან. ამ ადამიანებს უკავშირდებიან ბანკების წარმომადგენლები, სადაც საკუთარი ფინანსები აქვთ განთავსებული და აფრთხილებენ, რომ თუ ისრაელში გადასახლდებიან, დაკარგავენ ბანკის კლიენტის ელემენტარულ უფლებას, მათი ანგარიშები გაიყინება და ვეღარ შეძლებენ ტრანზაქციების განხორციელებას.

„სოხნუთის“ ყოფილი ხელმძღვანელი ზეევ ბელსკი აცხადებს, რომ საუბარია ახალ რკინის ფარდაზე. მისი თქმით, ებრაელები დღეს რუსეთში იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, როგორშიც ბევრი წელია არ ყოფილან. გამოცემის ცნობით, ისრაელური დელეგაცია, რომელმაც სოხნუთის უფლებები უნდა დაიცვას სასამართლოში 28 ივლისს, ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გაფრენას, რადგან რუსეთი არ აძლევს ამის უფლებას.

მანამდე The Jerusalem Post წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა ებრაული სააგენტო „სოხნუთს“ რუსეთში მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა. იგივე გამოცემის ცნობით, ებრაული ორგანიზაცია რუსი მაღალჩინოსნების კვლევის საგანია ბოლო სამი წლის განმავლობაში. მათ შეისწავლეს ორგანიზაციის ინფორმაციები და ტექნიკა. გარდა ამისა, რუსეთში იუსტიციის სამინისტროს გაფრთხილება სხვა ებრაულმა ორგანიზაციებმაც მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ მათ „უცხოური აგენტის“ სტატუსს მიანიჭებენ და რომ რუსეთის ტერიტორიაზე მათი საქმიანობა შეიძლება აიკრძალოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები