ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსეთი ემიგრანტებს რუბლით დასჯის
27 ივლისი, 2022, 13:55
რუსეთი ემიგრანტებს რუბლით დასჯის

თბილისი (GBC) – რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიზანია ბიუჯეტის დახმარება, სადაც უახლოესი 3 წლისთვის 6 ტრილიონი რუბლის მოცულობის „ხვრელია“ გაჩენილი. ერთ–ერთი ნოვაცია იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებმაც რუსეთის ტერიტორია დატოვეს. ფინანსთა სამინისტრო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძველ სამსახურში რჩებიან დისტანციურ რეჟიმში, დამატებით 30%–იანი გადასახადის გადახდას ითხოვს. ამის შესახებ moscowtimes.ru წერს.

ცვლილების თანახმად, რუსეთის მოქალაქე, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში 183 დღეზე მეტ ხანს არის უცხო ქვეყანაში, საგადასახადო არარეზიდენტი ხდება და მან რუსეთში მიღებული შემოსავლიდან 30% უნდა გადაიხადოს და არა 13 ან 15%, როგორც საგადასახადო რეზიდენტები იხდიან. ცვლილებების შედეგად ახალი გადასახადით დაიბეგრება შემდეგი სახის შემოსავლები:

       დივიდენდები და პროცენტები რუსული ორგანიზაციებიდან და ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური კომპანიების განყოფილებებიდან;

       სადაზღვევო გადახდები;

       საავტორო უფლებებზე, საპენსიო, სტიპენდიისა და სხვა სახის შემოსავლები;

       უძრავი და მოძრავი ქონების რუსეთის ტერიტორიაზე გაქირავებით მიღებული შემოსავლები;

       რუსეთის ტერიტორიაზე უძრავი და სხვა სახის ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;

       სხვა შემოსავლები, რომლებიც რუსეთში განხორციელებული საქმიანობიდანაა მიღებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები