| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ჩინეთის
ხელისუფლებამ ტაივანიდან გარკვეული კატეგორიის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ
სააგენტო Bloomberg წერს.
ჩინეთმა ტაივანური პროდუქციის
იმპორტი მას შემდეგ აკრძალა, რაც დადასტურებულად გახდა ცნობილი ტაივანში აშშ–ის წარმომადგენელთა
პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.
ჩინეთის სანქციებში
ტაივანის 3000–მდე დასახელების პროდუქტი მოხვდა: ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი,
თაფლი, ჩაი და სხვა აგრარული პროდუქტები. შედეგად 180 სასურსათო პროდუქცია და დაახლოებით
700 თევზსაჭერი გემი დაზარალდება.
ამასობაში კუნძულოვანი
სახელმწიფოს მიმართულებით ჩინეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ორი ფლაგმანი ავიამზიდი
გაემართა. კუნძულისკენ ჩქარობენ ამერიკული ავიამზიდი „რონალდ რეიგანი“ და აშშ–ის სამხედრო
საზღვაო ფლოტის მოიერიშე გემები.
ამასთან, ჩინეთის ხელისუფლება
აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და პელოსის
თვითმფრინავის მიმართულებით ცეცხლის გახსნით იმუქრება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss