ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
9-11 აგვისტოს სამგზავრო მატარებლები ჩერდება ტექნიკური სამუშაოების გამო
2 აგვისტო, 2022, 10:01
9-11 აგვისტოს სამგზავრო მატარებლები ჩერდება ტექნიკური სამუშაოების გამო

თბილისი (GBC) - 9, 10 და 11 აგვისტოს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ

 

საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ. მიზეზი  მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. შეგახსენებთ, რომ კომპანია 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომელიც გამტარუნარიანობის გაზრდასა  და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.

 ამ პროექტის ფარგლებში: შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კერძოდ 12 აგვისტოდან მოძრაობა საქართველოს რკინიგზაზე სრულად განახლდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები