| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - გერმანიის
კანცლერი ოლაფ შოლცი კვლავ რუსეთს ადანაშაულებს Nord Stream 1-ის ძირითადი ტურბინის
მიწოდების შეფერხებაში.
მისივე განცხადებით,
გერმანია 3 ატომური სადგურის იმედადაა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ქვეყანას სხვა ვარიანტი
აღარ დარჩა პოტენციური კრიზისის თავიდან ასარიდებლად.
თავის მხრივ, რუსული
გაზპრომი ტურბინის ტრანსპორტირების შეფერხებაზე საუბრობს და აცხადებს რომ პრობლემას
ისინი არ ქმნიან.
დღეს ოლაფ შოლცი კონფერენციაზე
წარსდგა. აღნიშნულ კონფერენციაზე მის გვერდით იდგა Siemens Energy AG-ის აღმასრულებელი
დირექტორი კრისტიან ბრუხი. Bloomberg-ის ცნობით, ეს ფაქტი ადასტურებს რუსეთის დანაშაულს
Nord Stream 1-ის შეფერხებაში.
მანამდე, ოთხშაბათს
Siemens Energy–ში განაცხადეს, რომ ტურბინა რუსეთში გასაგზავნად მზადაა და ამისთვის
ყველა დოკუმენტი მზადაა, თუმცა აუცილებელია მიმღები მხარის – რუსული გაზპრომის მონაწილეობაც.
„ჩვენ უკიდურესად დაინტერესებული
ვართ, რომ ფედერალური მთავრობის მხარდაჭერით ტურბინა რუსეთში დავაბრუნოთ. ჩვენის მხრივ
ყველა დოკუმენტი მზადაა, საბაჟო დოკუმენტებიც. მზად ვართ, მაგრამ გვჭირდება კლიენტის
– გაზპრომის მონაწილეობაც. მისი მხრიდან ეს ჯერ არ ჩანს. ამიტომ ვერ ვაწვდით ტურბინას,
რომელიც ერთ კვირაზე მეტია, აქ ინახება“, – განაცხადა კრისტიან ბრუხმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss