| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკის
ქალაქ მენსფილდის ადგილობრივ გაზეთში, რომელიც 1963 წელს გამოიცა, აღმოაჩინეს სტატია,
რომელშიც პირველად არის მოხსენიებული სმარტფონი. სტატიის თანახმად, ეს მოწყობილობები
„დიასახლისებს დაეხმარება“, წერს გამოცემა Reddit.
„მომავალში თქვენ შეძლებთ,
ჯიბით ატაროთ საკუთარი ტელეფონი“, – ნათქვამია სტატიის სათაურში. სტატიის ილუსტრაციაზე
ჯინ კანრადია გამოსახული, რომელიც იმ დროს ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიას
Mansfield Telephone Co. წარმოადგენდა და მას ხელში უჭირავს ტელეფონის კომპაქტური ვერსია.
გამოსახულებაზე გაკეთებული მინაწერის თანახმად, „მოწყობილობა ჯერ კიდევ შემუშავების
პროცესშია“.
სტატიაში სმარტფონის
გამოყენებას დიასახლისებს ურჩევენ – მაგალითად, თუ ისინი სამზარეულოში კერძებს ამზადებენ
და არ შეუძლიათ სტაციონარულ ტელეფონთან მისვლა.
ასევე ნათქვამია, რომ
კომპაქტური მოწყობილობა შესაძლოა დომოფონთანაც ინტეგრირდეს.
გაზეთი ასევე წერდა, რომ ასეთ გაჯეტებს ჩაშენებული კამერაც ექნება, რითაც გამოსახულების გადაცემას შეძლებდნენ. ამის გამო ამ მოწყობილობებს „ტვ–ფონებს“ უწოდებდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss