ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 5 გემი გავიდა
16 აგვისტო, 2022, 12:30
ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 5 გემი გავიდა

თბილისი (GBC) - სამშაბათს, 16 აგვისტოს, ოდესის ორი პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული კიდევ 5 გემი გავიდა. ამის შესახებ RBC-Ukraine თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

„სულ უკრაინის პორტებიდან ხორბლითა და სიმინდით დატვირთული 5 გემი გავიდა, ორი „იუჟნიდან“ ხოლო 3 „ჩერნომორსკიდან“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სამშაბათსვე ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი ოთხი გემის ინსპექტირებას მოახდენს, რომლებიც შემდეგ უკრაინის პორტებისკენ გაემართებიან.

უკრაინიდან აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაეროს მონაწილეობით გაფორმდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები