| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ევროკავშირი კიევისთვის დახმარების გაწევას მანამდე გააგრძელებს,
ვიდრე მას ამის საჭიროება ექნება, განაცხადა ფრანგული რადიოსადგურის France Info ეთერში
ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა
საკუთარი საჭიროებებისთვისაც უნდა გააფართოოს შეიარაღების წარმოება. „გეოპოლიტიკური
ვითარების განვითარების გათვალისწინებით ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ საკუთარი
ავტონომია, მათ შორის თავდაცვის სფეროში“, – თქვა მან და დასძინა, რომ შეიარაღების
შემუშავებაში ასეთი მასობრივი ინვესტირება პირველად მოხდება.
„ევროპის ქვეყნები ახალი
ტანკების, უპილოტო თვითმფრინავების და გემების შესაქმნელად სამეცნიერო–კვლევითი და
საკონსტრუქტორო სამუშაოებისთვის 7 მლრდ ევროს მიიღებენ. ჩვენ ამ სამუშაოებს უკვე ერთობლივად
ვაწარმოებთ. ასევე ერთობლივად ვაპირებთ შეიარაღების შეძენას“, – დასძინა ევროკომისარმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss