| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – სომხეთში
რუსეთის საელჩომ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადასცა რუსული სტრუქტურებისათვის
„ცრუ ბრალდებების“ წაყენების გამო, თითქოს მათი ხელი ერია ერევნის საბითუმო ბაზარზე
„სურმალუ“ მომხდარ აფეთქებაში, ნათქვამია რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის პრეს–სამსახურის
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„აღშფოთებული ვართ ადგილობრივ
მედია სივრცეში გავრცელებული ცრუ ბრალდებების გამო, რომ თითქოს რუსული სტრუქტურების
ხელი ურევია 14 აგვისტოს სავაჭრო ცენტრს „სურმალუში“ მომხდარ ტრაგედიაში“, – ნათქვამია
საელჩოს ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ამას პირდაპირ პროვოკაციად
განვიხილავთ ასეთი ინსინუაციების უკან მდგომი პოლიტიკური ძალების მხრიდან, რაც რუსეთ–სომხეთის
სამოკავშირეო ურთიერთობების რღვევისკენაა მიმართული. სომხეთის ხელისუფლების მხრიდან
ველოდებით ნაბიჯებს, ასეთი არამეგობრული გამოვლინებების აღსაკვეთად, საჯარო განცხადებების
ჩათვლით. შესაბამისი ნოტა რუსეთის საელჩომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს
გადასცა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss