| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ნავთობის
ფასები თებერვლის შუა რიცხვების მაჩვენებლამდე დავარდა. ჩინეთში, ევროკავშირსა და აშშ–ში
შექმნილმა ეკონომიკურმა პრობლემებმა ნედლეულზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინები შექმნა.
ამას დაემატა ირანთან ბირთვული გარიგების მიღწევის შესაძლებლობა, რაც ასევე ახდენს
გავლენას ნავთობის ბაზარზე.
ირანისთვის სანქციების
მოხსნა ბაზარზე დღე–ღამეში დამატებით 1,3 მლნ ბარელის გამოჩენას ნიშნავს, აღნიშნავს
თავის ანგარიშში უორენ მეტერსონი, ING–ის დირექტორი ნედლეულის ბაზრების სტრატეგიის
საკითხებში.
მისი თქმით, „მთლიანობაში,
ირანთან ბირთვულ პროგრამაზე გარიგების პერსპექტივის და ბაზარზე მოთხოვნის შემცირების
მოლოდინების ფონზე, ბაზარზე განწყობები ნეგატიურია“.
Brent-ის მარკის ნავთობის
ფასი სამშაბათს 2,9%–ით დავარდა $92,34–მდე ბარელზე, რაც ყველაზე დაბალი ფასია 18 თებერვლის
შემდეგ.
ბრიუსელი კონსტრუქციულად
მიიჩნევს თეირანის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებას 2015 წლის ბირთვულ გარიგებაზე
დაბრუნების შესახებ, წერს Bloomberg პროცესებში ჩართულ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
თეირანმა წინა კვირის განცხადებები ბრიუსელს ორშაბათს საღამოსაც დაუდასტურა. სააგენტოს
წყაროს ცნობით, ბრიუსელი ვაშინგტონთან გადის კონსულტაციებს მოლაპარაკებების გაგრძელებასთან
დაკავშირებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss