| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – გარდაბნის
მუნიციპალიტეტის 1.2 მილიონ ლარიან ტენდერში შპს ,,ბამა’’ ერთადერთი კანდიდატია. ტენდერის
პირობების მიხედვით, შპს ,,ბამას’’ ევალება სოფელ მარტყოფის სკვერში და აპარანის სალოცავის
მიმდებარე ტერიტორიაზე მონუმენტების და პიედესტალების მოწყობა. კომპანია „ბამა“ აღნიშნულ
სამუშაოებს 1.1 მლნ ლარად შეასრულებს.
ტენდერის დოკუმენტაციით
თანხა ათვისებული უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
1. მარტყოფის სკვერში მონუმენტის და პიედესტალის
მოწყობის სამუშაოების თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 449 977 ლარს.
2. აპარნის სალოცავის
მიმდებარე ტერიტორიაზე მონუმენტის და პიედესტალის მოწყობის სამუშაოების თანხა ჯამში
არ უნდა აღემატებოდეს 749 940 ლარს.
სამუშაოს შესრულების
ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 14 თვე.
სატენდერო პირობების
თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის
მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს
არანაკლებ 1 542 750 ლარის.
ტენდერების მონიტორის
ინფორმაციით, „ბამას“ მონაწილეობა მიღებული აქვს 78 ტენდერში, აქედან 22-ში გაიმარჯვა.
მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 3.6 მლნ ლარია.
კომპანია ,,ბამა’’
2012 წლის მაისშია დარეგისტრირებული და მისი მფლობელი ტარიელ თავაძეა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss