ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
უნაღდო ხარჯვის მოცულობის ზრდა პანდემიამდელ პერიოდს უსწრებს
19 აგვისტო, 2022, 12:47
უნაღდო ხარჯვის მოცულობის ზრდა პანდემიამდელ პერიოდს უსწრებს

თბილისი (GBC) – 1-11 აგვისტოს პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, თიბისი ბანკის არხებით, 57%-ით აჭარბებს 2019 წლის დონეს, ნათქვამია თიბისი კაპიტალის ანგარიშში, რომელიც პარასკევს, 19 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის ივლისში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად გადააჭარბა პრე-პანდემიულ მაჩვენებელს.



1-11 აგვისტოს პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ზრდა სტაბილურია და წლიურად 27% შეადგინა.

ამავე პერიოდში, სხვა კატეგორიებზე რეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდა გაუმჯობესდა და წ/წ +5%-ს გაუტოლდა.

 

2019 წელთან შედარებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შენელდა და 112% შეადგინა.

გართობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი უფრო მნიშვნელოვნად შენელდა და 27%-ს გაუტოლდა 2019 წლის დონესთან შედარებით.

ფიტნესზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი კვლავ მოცულობითია და 197%-ს გაუტოლდა 2019 წელთან შედარებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები