| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თურქეთის
ტურისტულმა დედაქალაქმა ანტალიამ 1–ლი იანვრიდან 17 აგვისტომდე პერიოდში 8 015 366
ტურისტი მიიღო უცხო ქვეყნებიდან. ტურისტული ნაკადის ზრდის ხარჯზე თურქეთის ეს მხარე
პანდემიამდელ მაჩვენებლებს უახლოვდება. გასული წლის განმავლობაში ანტალიამ მთლიანობაში
9 მლნ ტურისტი მიიღო.
კლიმატური პირობებისა
და ისტორიული ღირსშესანიშნაობების წყალობით ანტალიას მთელი წლის განმავლობაში შეუძლია
ტურისტების მიღება.
საანალიზო პერიოდში
ანტალიაში ტურისტული ნაკადებით გერმანია ლიდერობს. ამ ქვეყნიდან თურქეთის ტურისტულ
დედაქალაქს 1,364 მლნ ტურისტი ეწვია, რაც 250%–ით აჭარბებს 2021 წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელს. რუსეთი, რომელიც წინა წლებში ტრადიციულად ლიდერობდა, წელს მეორე ადგილს
დასჯერდა 1,276 მლნ ტურისტით. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი – 617 440 ტურისტით, პოლონეთი
– 392 135 ტურისტით და ნიდერლანდები – 236 115 ტურისტით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss