| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ჟენევის ავტოსალონი (Geneva
International Motor Show, GIMS), რომელიც 2023 წელს უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. ამის
მიზეზად ღონისძიების ორგანიზატორები პანდემიას და მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილ გაურკვევლობას
ასახელებენ.
„მსოფლიო ეკონომიკაში და გეოპოლიტიკაში გაურკვევლობის,
ასევე პანდემიის რისკებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ღონისძიება
2023 წელს დოჰაში დაგეგმონ“, – თქვა GIMS–ის ორგანიზატორი ფონდის პრეზიდენტმა მორის
ტურეტტინიმ.
თავდაპირველად ორ ეტაპად იგეგმებოდა ავტოსალონის ორგანიზება
– 14–19 თებერვალს ჟენევაში და ნოემბერში დოჰაში. „ამ რთულ დროში ბევრ ბრენდს არ ეძლევა
შესაძლებლობა ევროპაში ზამთარში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა“, – აღნიშნა
GIMS–ის გენერალურმა დირექტორმა სანდრო მესკიტამ.
ჟენევის ავტოსალონი 1905 წლიდან იმართება. 2020–ში ისტორიაში
პირველად გაუქმდა ღონისძიება, რის გამოც ორგანიზატორებმა 11 მლნ შვეიცარიული ფრანკის
მოცულობის ზარალი ნახეს. ავტოსალონი არც 2022 წელს გაიმართა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss