ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ლირა ისტორიულ მინიმუმთანაა – ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ
19 აგვისტო, 2022, 16:21
ლირა ისტორიულ მინიმუმთანაა – ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ

თბილისი (GBC) - თურქული ლირის კურსი ფორექსის საერთაშორისო ბაზარზე დავარდა. თურქული ვალუტა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე გაუფასურდა, წერს RBC.

რეგულატორის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ლირა დოლართან გაუფასურდა და ცოტა ხნით 18,15 ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, რაც 20 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

პარასკევის ვაჭრობებზე დოლარი 18,1 ლირად ივაჭრება.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 14–დან 13%–მდე შეამცირა. რეგულატორმა განაცხადა, რომ მისთვის აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტიმულირება.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ასეთი გადაწყვეტილება თითქმის 80%–იანი ინფლაციის მიუხედავად მიიღო, თანაც იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით არიან დაკავებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები