| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ლონდონის
ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები 15–19 აგვისტოს კვირაში მნიშვნელოვნადა
გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გალთ & თაგარტი კვირის მიმოხილვაში აქვეყნებს.
კერძოდ, საქართველოს
ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 20.65 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში
(GBP), +14.72% წინა კვირასთან შედარებით და +43.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის
მოცულობამ 570 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.90 - 20.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის
განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის
(TBCG LN) აქციები დაიხურა 17.90 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +8.48% წინა
კვირასთან შედარებით და +52.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 542 ათას
აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.22 - 18.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის
განმავლობაში, საშუალო
დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.75 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +2.27% წინა კვირასთან შედარებით და +10.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 661 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.54 - 6.78 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss