| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
- რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, კრემლის მთავარი
იდეოლოგის ალეკსანდრ დუგინის ქალიშვილის, ჟურნალისტ დარია დუგინას მკვლელობის საქმე
გახსნილია და ის უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. შემსრულებელია უკრაინის მოქალაქე
ნატალია ვოვკი, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ესტონეთის ტერიტორიაზე მიიმალა,
წერს რუსული მედია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობების
ცენტრზე დაყრდნობით.
„უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარებული
ოპერატიულ0სამძებრო სამუშაოების შედეგად გაიხსნა რუსი ჟურნალისტის, 1992 წელს დაბადებული
ტარია დუგინას მკვლელობის საქმე“, – განაცხადეს უშიშროების სამსახურში.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა
დაგეგმეს და მისი შემსრულებელია უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ნატალია ვოვკი,
რომელიც რუსეთში 2022 წლის 23 ივლის ჩავიდა შვილთან ერთად.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვოვკმა მის ქალიშვილთან
ერთად რუსეთის ტერიტორია 21 აგვისტოს მართვადი ბომბით დუგინას აფეთქების შემდეგ ფსკოვის
ოლქის გავლით დატოვა რუსეთის ტერიტორია და ესტონეთში გადავიდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss