ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს ბანკის დაფინანსებით სენაკში ნაყინის საწარმომ წარმოება გაზარდა
23 აგვისტო, 2022, 11:47
საქართველოს ბანკის დაფინანსებით სენაკში ნაყინის საწარმომ წარმოება გაზარდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში ნაყინის კომპანიამ „თეთრი დათვი“ წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა და უკვე წლიურად 1 450 000 ლარის პროდუქციას აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 045 000 ლარია, ხოლო ბანკის ინვესტიცია 464 000 ლარს შეადგენს.

„ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, სენაკში ნაყინის საწარმო კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა. ბანკის მხარდაჭერით პროდუქციის გაზრდილი რაოდენობით წარმოების მიზნით დანადგარები შევიძინეთ, რის შედეგადაც ნაყინის რეალიზაციას ვახდენთ რამდენიმე რეგიონში. ესენია: სამეგრელო, აჭარა, გურია, იმერეთი, ახალციხე. ასევე, ვამარაგებთ რუსთავსა და თბილისის მაღაზიებს. ამ ეტაპზე გვყავს 80 ადამიანი დასაქმებული და ვგეგმავთ მეორე პავილიონის გახსნას ზუგდიდში, რაც შექნის ახალ სამუშაო ადგილებს. სამომავლოდ კი  ვაპირებთ რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, დავით გარუჩავა.

„საქართველოს ბანკი რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისებას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი ჩართულობით კიდევ ერთი ბიზნესი გაძლიერებულიყო. მნიშვნელოვანია, როცა მეწარმე ცდილობს არ გაჩერდეს, განვითარდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.  ჩვენ კი მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს“, - განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები