ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ჩავუშოღლუმ ერევანს გულწრფელობა დაუწუნა
23 აგვისტო, 2022, 13:35
ჩავუშოღლუმ ერევანს გულწრფელობა დაუწუნა

თბილისი (GBC) - სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გარანტიები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში დევს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, წერს News.am თურქულ სააგენტო ანადოლუზე დაყრდნობით.

„თურქეთის და სომხეთის სპეცწარმომადგენლები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. საუბრები კავშირების ეტაპობრივ ნორმალიზებას შეეხო. აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერით გამოდით. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა გრძელდება. საუბარია სომხეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ასევე გარკვეული ძალისხმევა გამოიკვეთა ვაჭრობის სფეროს მიმართულებით და სხვა“, – თქვა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, მინისტრმა ერევნის მხრიდან თურქეთთან მოლაპარაკებების სომხეთ–აზერბაიჯანის კონტაქტებისგან განყენებულად გაგრძელების სურვილი არ მოიწონა. „ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიები სამხრეთ კავკასიაში სომხეთ–აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაში დევს. ბაქომ საკუთარი ინიციატივები გააჟღერა, რომლებზეც ერევანს არ უპასუხია. ერთობლივი კომისიაც შეიქმნა, რომელმაც მუშაობა უნდა დაიწყოს. საუბარია ზანგეზურის დერეფანზე. თუმცა ეს საკითხი სომხეთში აღელვებთ. ერევანში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდნენ, სურთ თუ არა მშვიდობა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები დღემდე კვლავაც დგანან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. „სომხეთის არაგულწრფელობა ნორმალიზების პროცესში ყველასთვის ნათელია. ერევანში უნდა იცოდნენ, რომ ანკარას ბაქოსგან არანაირი საიდუმლო გეგმა არ აქვს. ჩვენ მშვიდობისკენ ვართ“, – თქვა ჩავუშოღლუმ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები