ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ხელისუფლებით უკმაყოფილების ჩაქრობას კრემლი ფულის დარიგებით აპირებს
24 აგვისტო, 2022, 10:55
ხელისუფლებით უკმაყოფილების ჩაქრობას კრემლი ფულის დარიგებით აპირებს

თბილისი (GBC) – კრემლში შემოდგომაზე სოციალური უკმაყოფილების აგორების მოლოდინშია და ამის გასანეიტრალებლად მოსახლეობისთვის ფულის დარიგებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობის წერს.

მათი თქმით, პრობლემები შესაძლოა დასავლური კომპანიების ბაზრიდან გასვლამ გამოიწვიოს, რომლებმაც ქარხნები დახურეს და თანამშრომლების ქუჩაში გაშვებას აპირებენ.

უმუშევრობის აფეთქება მოსალოდნელია რუსეთის იმ სამრეწველო ოლქებში, სადაც დასავლურ კომპანიებს ქარხნები და ფაბრიკები აქვთ.

შიდა ვითარების კონტროლთან დაკავშირებით კრემლს რომ პრობლემები აქვს, ამის ნიშნები უკვე არის: პროპაგანდისტული არხების დიდმა სამეულმა თებერვლიდან ივლისის ჩათვლით აუდიტორიის მეოთხედი უკვე დაკარგეს. შემოდგომაზე კი რუსეთის მოქალაქეები დაბრუნდებიან შვებულებებიდან, ბავშვებს სკოლისთვის გაამზადებენ და დაინახავენ, როგორ არის გაზრდილი ფასები. და „ის, რაც სახლში ხდება, მათ ძალიან არ მოეწონებათ“, – განმარტავს გამოცემის წყარო.

უკმაყოფილების ხანძრის ჩაქრობას ხელისუფლება ფულით შეეცდება. „ეს იქნება შედარებით მცირე თანხა, თუმცა მოსახლეობას ამ ფულის მიღება მაინც ესიამოვნება“, – მიიჩნევს გამოცემის წყარო.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ კრემლმა უკვე დაურიგა მოსახლეობას 500 მლრდ რუბლზე მეტი (დაახლოებით $8 მლრდ), ამბობენ რუსეთის ეკონომიკური პროგნოზირების ცენტრში.

ამჟამად რუსეთის ხელისუფლება სამუშაო ადგილების მასობრივი დაკარგვისთვის ემზადება, რასაც ადგილი ექნება პრაქტიკულად გაჩერებულ საავტომობილო წარმოებაში, მეტალურგიულ ქარხნებსა და ნახშირის საბადოებში, რომლებმაც გარე ბაზრებზე წვდომა დასავლური სანქციების გამო დაკარგეს.

გარდა ამისა, რუსეთის ბაზრიდან 1000–ზე მეტი დასავლური კომპანია გავიდა, რომელთა ჯამური ინვესტიციები $600 მლრდ–ს შეადგენდა, რაც რუსეთის მშპ–ს 40%–იანი რისკის ზონაში გადაიყვანს, აცხადებენ იელის უნივერსიტეტის ეკონომისტები. ბაზრიდან გასულ კომპანიებში რუსეთის 5 მილიონი მოქალაქეა დასაქმებული და დღეს ისინი უმუშევართა არმიად გადაიქცევიან, რაც სანქტ–პეტერბურგის მოსახლეობას უდრის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები