ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ზოგავენ. გაყიდვები 40%–ით დავარდა
24 აგვისტო, 2022, 15:13
რუსები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ზოგავენ. გაყიდვები 40%–ით დავარდა

თბილისი (GBC) – რუსეთში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვები თებერვლიდან 40,5%–ით დავარდა. ამის შესახებ გამოცემა Shopper’s „სბერინდექსისა“ და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ერთობლივ კვლევაზე დაყრდნობის წერს. გაყიდვების შემცირების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად ფულის დაზოგვის სურვილი სახელდება. ასევე, მოსახლეობას უჭირს ქვეყნიდან გასული ბრენდების ალტერნატივის შერჩევა.

კრიზისის პერიოდში რუსებმა უპირველესად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დაიწყეს ეკონომია, აცხადებს Fashion Consulting Group–ის დირექტორი ანუშ გასპარიანი. მისი თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 100–მა საერთაშორისო ბრენდმა შეწყვიტა მუშაობა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მიწოდება კი მესამედით შემცირდა.

რუსეთის ბაზრიდან სხვადასხვა პროფილის 1000–ზე მეტი უცხოური კომპანია გავიდა მას შემდეგ, რაც კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი იერიში მიიტანეს 24 თებერვლიდან. აღნიშნულ კომპანიებში დაახლოებით 5 მლნ რუსი იყო დასაქმებული, რომელთაც შემოდგომიდან უმუშევრობა ემუქრება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები