ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ბაიდენმა უკრაინისთვის $3–მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა
24 აგვისტო, 2022, 16:30
ბაიდენმა უკრაინისთვის $3–მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

თბილისი (GBC) – აშშ უკრაინას უმსხვილეს სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს, რომლის ღირებულება $3 მლრდ–ს აღწევს. ამის შესახებ RBC-Ukraine პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ამერიკის ლიდერმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხრიდან მხარდაჭერა.

„დღევანდელი დღე არის არა მხოლოდ წარსულის ზეიმი, არამედ იმის ხმამაღალი დასტური, რომ უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა უკრაინისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველაზე მსხვილი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა და უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში $2,98 მლრდ–ს გამოყოფს.

ეს უკრაინელებს დაეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიის, უპილოტო საავიაციო კომპლექსების, რადარების და სახარჯი მასალის მიღებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები