| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ავარიული
შენობების გამაგრებაზე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერის ერთადერთი
კანდიდატი შპს ,,ნიზაა’’.
ტენდერი მოიცავს თბილისის
სხვადასხვა ლოკაციაზე ავარიული შენობა ნაგებობების გამაგრებასა და აღდგენას. ტენდერის
მიხედვით, აღნიშნულ სამუშაოებში მერიის მიერ გამოყოფილია 1 მლნ ლარი. შპს ,,ნიზა’’
ამ სამუშაოებს 645.5 ათას ლარად შეასრულებს.
ტენდერი შერჩევა/შეფასების
ეტაპზეა და ,,ნიზა’’ ერთადერთი კანდიდატია.
პროექტის
დაფინანსების წყარო ქალაქის 2022-2023 წლების ბიუჯეტია.
სამუშაოების
მიწოდების ვადა განსაზღვრულია ეტაპობრივად,
წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
შესრულებული
სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განსაზღვრულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი.
შპს ,,ნიზა’’ 2014 წელსაა დარეგისტრირებული. ტენდერების
მონიტორის მონაცემების მიხედვით, „ნიზას“ 22 ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული.
ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულება კი 3.5 მლნ ლარია.
კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა
ასეთია:
გიორგი ჯაბიშვილი - 20%;
თეა ჯაბიშვილი - 80%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss