ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
აშშ–ში ატომური ელექტროსადგურის სამართავად ხელოვნური ინტელექტი შექმნეს
26 აგვისტო, 2022, 13:30
აშშ–ში ატომური ელექტროსადგურის სამართავად ხელოვნური ინტელექტი შექმნეს

თბილისი (GBC) – აშშ–ის არგონის ეროვნულ ლაბორატორიაში ბირთვული რეაქტორის ციფრული ორეული შექმნეს. ამ მოდელის ბაზაზე მკვლევრები ნეიროქსელს მონაცემების შეგროვებას, გაუმართაობების აღმოჩენას ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში და სადგურის ოპერატორებისთვის რეკომენდაციების მიცემას ასწავლიან.

ჯერჯერობით ხელოვნურ ინტელექტს ატომური ელექტროსადგურის ძირითადი კომპონენტების მუშაობის დიაგნოსტირება და კონტროლი შეუძლია. ახლო მომავალში სპეციალისტები ნეიროქსელს მაჩვენებლების სიგნალების ინტერპრეტირებას და პერსონალისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მიცემას შეასწავლიან.

როგორც წესი, ატომური ელექტროსადგური ასობით, ან ათასობით სენსორითაა აღჭურვილი, რომლებიც სისტემის მუშაობას აკვირდებიან. თითოეული სენსორის, სარქვლის, ტუმბოებისა და სხვა მოწყობილობების კონტროლს დღეს ადამიანები ახორციელებენ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ამ სამუშაოს თავის თავზე აღებას ნეიროქსელი შეძლებს.

აღნიშნული მოდელის ადაპტირება ნებისმიერი ტიპის ატომურ ელექტროსადგურზე იქნება შესაძლებელი. მკვლევრების თქმით, ამან შეიძლება გააიაფოს ელექტროენერგიის წარმოება და ინდუსტრიას წელიწადში დაახლოებით $500 მლნ–ის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები