ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
თურქეთმა ივნისში გაზის იმპორტი შეამცირა
30 აგვისტო, 2022, 11:13
თურქეთმა ივნისში გაზის იმპორტი შეამცირა

თბილისი (GBC) – თურქეთში ბუნებრივი გაზის იმპორტი ივნისში 5,6%–ით შემცირდა წინა წლის ივნისთან შედარებით და 3,836 მლრდ კბ/მ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი სამმართველო ავრცელებს.

მთელი იმპორტიდან 3,274 მლრდ კბ/მ გაზი ქვეყანამ მილსადენებით მიიღო, ხოლო 561,8 მლნ კბ/მ გათხევადებული ბუნებრივი გაზის სახით ტანკერებიდან.

საანგარიშო პერიოდში მილსადენებით გაზის იმპორტი 13,5%–ით შემცირდა, ხოლო ტანკერებით მიღებული გათხევადებული გაზის მოცულობა 102%–ით გაიზარდა.

ივნისში ყველაზე მეტი გაზი თურქეთმა რუსეთიდან მიიღო – 1,689 მლრდ კბ/მ. შემდეგ მოდის ირანი – 855 მლნ კბ/მ და აზერბაიჯანი – 729,4 მლნ კბ/მ.

ამავე პერიოდში რუსეთიდან და ირანიდან იმპორტი, შესაბამისად, 29,5%–ით და 1,4%–ით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 39,6%–ით გაიზარდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები