| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მობილური ოპერატორების შემოსავლები ბოლო წლების
მაქსიმუმზეა. წლის პირველ ნახევარში (იანვარი-ივნისი) კომპანიებმა ჯამში 312 მლნ ლარის
შემოსავალი მიიღეს. მხოლოდ ივნისში ოპერატორების ჯამური შემოსავალი 57.3 მლნ ლარს შეადგენდა
რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 11 მლნ ლარით - 20%-ით აღემატება.
პარალელურად იზრდება კომპანიების მიერ თითო აბონენტისგან
მიღებული შემოსავალიც და ის 10.9 ლარს შეადგენს - ბოლო წლების მაქსიმუმს. წლის განმავლობაში
ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი თებერვალში იყო და 8.7 ლარს შეადგენდა, რის შემდეგაც
ზრდა დაიწყო და ივნისში 10 ლარს გადააჭარბა.
ბაზრის ლიდერი კომპანია როგორც შემოსავლების
ასევე აბონენტების რაოდენობის მიხედვით მაგთია, მას სილქნეტი და ვიონი მოსდევს.
მზარდია აბონენტების რაოდენობაც და ის 5.2 მლნ-ს
შეადგენს.
ბოლო წლებია კომპანიებს ხმოვანი მომსახურებიდან
(ზარები) შემოსავლები უმცირდებათ. კერძოდ, თუკი ივნისში ამ სერვისისგან ოპერატორებმა
11.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 14 მლნ ლარს აღემატებოდა.
სანაცვლოდ იზრდება ინტერნეტ სერვისით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მიმდინარე წლის
ივნისში მობილური ინტერნეტის ტრაფიკი რეკორდულად - 35 212 ტერაბაიტამდე გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss