| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – თუ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებს
ვიზებს შეუზღუდავენ, ევროპელებიც წააწყდებიან დისკომფორტს რუსეთში მოგზაურობის დროს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა უთხრა.
„რაღაც ქვეყნები ვიზების გაცემის შეზღუდვაზე საუბრობენ.
ეს იქნება ნაკლები ვიზის გაცემა, პროცესის გაჭიანურება და ასე შემდეგ... მათი ხალხიც
წააწყდება პრობლემებს, როდესაც აქ ჩამოვლენ. ჩვენი ქვეყნისადმი ამ უგუნური რუსოფობიური
დამოკიდებულების კიდევ ერთი სპირალი“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები
მეორე დღეა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხს განიხილავენ. ამ საკითხისადმი
ევროგაერთიანებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
ამასთან, რუსეთის მეზობელი ევროკავშირის წევრი ქვეყნები
იმუქრებიან, რომ დამოუკიდებლად შეუზღუდავენ რუსეთის მოქალაქეებს საზღვრების გადაკვეთას,
თუ ევროკავშირი ვერ შეთანხმდება ერთიან ზომებზე, წერს Financial Times.
გამოცემის ცნობით, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია
და ლიეტუვა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ევროკავშირს სავიზო ზომების მიღებისკენ
მოუწოდებენ, რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შესვლის მნიშვნელოვანი
შეზღუდვის მიზნით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss