ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გარღვევა არა, მაგრამ პროგრესი არის – ალიევი–ფაშინიანის მეოთხე შეხვედრა დასრულდა
1 სექტემბერი, 2022, 10:36
გარღვევა არა, მაგრამ პროგრესი არის – ალიევი–ფაშინიანის მეოთხე შეხვედრა დასრულდა

თბილისი (GBC) – ტყვეების გაცვლა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევა, დემარკაცია და სასაზღვრო უსაფრთხოება, რეგიონის განბლოკვა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება და მთიანი ყარაბაღის პრობლემატიკა – ეს საკითხები განიხილეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში ევროპის საბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის შუამდგომლობით 31 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე. ალიევსა და ფაშინიანს შორის ეს რიგით მეოთხე შეხვედრა იყო.  

შარლ მიშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესისთვის განცხადება გააკეთა:

„როგორც ჩვენს ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით, რომელიც მაისში გაიმართა, დღეს მივიღე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და სომხეთის პრემიერი ფაშინიანი. ამ ფორმატში ეს ჩვენი მეოთხე შეხვედრა იყო. ჩვენი საუბარი სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებას და ამ ორი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებს შეეხო. ჩვენი საუბარი იყო ღია და პროდუქტიული, რისთვისაც ორივე ლიდერს მადლობას ვუხდი“.

სომხეთის მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ საგნობრივი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საგარეო მინისტრების დონეზე და სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტის შემუშავებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა თვის განმავლობაში გაიმართება.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა კი ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება. ხოლო ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ნოემბერში შეხვდებიან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები