ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სემეკმა „რუსთავის წყალი“ 50 000 ლარით დააჯარიმა
1 სექტემბერი, 2022, 14:27
სემეკმა „რუსთავის წყალი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ)  შპს „რუსთავის წყალი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტები.

სემეკ–ის ცნობით, კომპანიას დაევალა მომდევნო თვეების განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტების მოცულობის ზრდა და მათი განხორციელების ტემპის დაჩქარება. ინვესტიციების განხორციელება ხელს შეუწყობს წყალმომარაგების ქსელის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ავარიების შემცირებას. შპს „რუსთავის წყალმა“ სექტემბრის ბოლომდე სემეკში დეტალური გეგმა უნდა წარადგინოს. 

აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ კომპანიისთვის დადგენილი 2021-2023 წლების ტარიფი იძლევა საშუალებას, შპს „რუსთავის წყალმა“ 2023 წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაზარდოს საინვესტიციო პროექტების მოცულობა და გააუმჯობესოს არსებული მომსახურების ხარისხი.

ბოლო პერიოდში იმატა შპს „რუსთავის წყლის“ წინააღმდეგ სემეკში მომხმარებელთა მომართვიანობამ. ამასთანავე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს  სასმელი წყლის გახშირებულ წყვეტებზე სემეკს განცხადებით მომართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა. სემეკის მიერ საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყვეტების სიხშირისა და საშუალოდ ერთ წყვეტაზე გათიშული მომხმარებლების რაოდენობის პარამეტრები გაუარესებულია და არ შეესაბამება კანონით განსაზღვრულ ნორმებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები