ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
მსოფლიოს 101 ქვეყანას მასობრივი არეულობები ელოდება
2 სექტემბერი, 2022, 14:46
მსოფლიოს 101 ქვეყანას მასობრივი არეულობები ელოდება

თბილისი (GBC) – ფასების გლობალური ზრდის, ეკონომიკური რყევებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მკვეთრად გაიზარდა სამოქალაქო არეულობების რისკი. წლის ბოლომდე საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოხატვის რისკის ზონაში 101 ქვეყანა ხვდება. როგორც სააგენტო Bloomberg წერს, ამის შესახებ Verisk Maplecroft–ის ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის, 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რისკები მომწიფდა არეულობებისთვის. ინდექსი სხვადასხვა გამოკითხვებიდან მიიღეს, რომლებშიც ისეთი ფაქტორები შეფასდა, როგორებიცაა ინფლაცია, კონფლიქტების გადალახვის მექანიზმები და არეულობების გავლენები.

„სამოქალაქო უკმაყოფილების გამოხატვის პოტენციალი იზრდება ევროპაში, რომელიც გრძელ ზამთარს ელოდება ენერგომომარაგების შეფერხებების პირობებში. ასევე მაღალია რისკები განვითარებად სამყაროში, სადაც ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდა გლობალური სასურსათო კრიზისის მოლოდინებს ქმნის“, – ნათქვამია ანგარიშში.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ განვითარებულ ქვეყნებში შესაძლოა გახშირდეს არეულობა და დემონსტრაციები. განვითარებად ქვეყნებში კი, ყველაზე ცუდი სცენარით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არეულობებს, ქურდობას და ხელისუფლების დამხობებსაც კი, აღნიშნავს Verisk Maplecroft–ის მთავარი ანალიტიკოსი ჰიმენა ბლანკო.

სპეციალისტების აზრით, დაძაბულობა მხოლოდ სურსათზე და ენერგომატარებლებზე ფასების მნიშვნელოვანმა შემცირებამ გაანეიტრალოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები