| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – G7–ის
წევრმა ქვეყნებმა სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს რუსეთისთვის ნავთობის
ფასის ზედა ზღვრის დაწესების საკითხი.
Financial Times ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფასის ზედა ზღვარს
შვიდეულის ფინანსთა მინისტრები პარასკევს, 2 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.
ასევე მხარს დაუჭერენ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეშვიდე
პაკეტით გათვალისწინებულ ემბარგოს, რომელიც რუსულ ნავთობს ეხება.
ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს 5 დეკემბრიდან,
ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტს 2023 წლის 5 თებერვლიდან შეწყვეტს.
რუსეთის ვიცე–პრემიერმა ალეკსანდრ ნოვაკმა კი პარასკევს
განაცხადა, რომ მოსკოვი აღარ მიაწვდის თავის ნედლეულს იმ ქვეყნებს, რომლებიც მის ნავთობს
ფასის ზღვარს დაუწესებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss