| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ბელგრადსა და პრიშტინას შორის დაძაბულობის ფონზე, სერბეთის პრემიერი
ანა ბრნაბიჩი პირველად ჩავიდა კოსოვოში, სადაც მან პრიშტინას სამშვიდობო დიალოგისკენ
მოუწოდა. სამშვიდობო დიალოგს მხარს უჭერენ აშშ და ევროკავშირი. გერმანია და საფრანგეთი
მხარეებს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად „რთული გადაწყვეტილებებისკენ“ მოუწოდებენ. ამასთან,
ბელგრადში რუსული პროპაგანდით უკმაყოფილო არიან და ამბობენ, რომ ის ბალკანეთში ომს
აღვივებს.
ამ ფონზე ბალკანეთის სამ ქვეყანაში – სერბეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა
და ხორვატიაში იწყებს სამშაბათს ტურს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. ამ
ქვეყნებში მოლაპარაკებებს თურქეთის ლიდერი 6–7–8 სექტემბერს გამართავს. თურქეთის პრეზიდენტის
ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი ბალკანეთში ამ ქვეყნების ლიდერებმა
მიიწვიეს.
მოლაპარაკებების პროცესში თითოეულ ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობის
საკითხებს განიხილავენ ყველა ასპექტში. თურქეთის პრეზიდენტი და ბალკანელი ლიდერები
სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ, მათ შორის ერთობლივ ინფრასტრუქტურულ
და საინვესტიციო პროექტებზე. მხარეები ბალკანეთში შექმნილ ვითარებას და გლობალურ გეოპოლიტიკურ
პრობლემატიკასაც განიხილავენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss