| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ-სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების
სერვისების სააგენტოს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს ,,ელ+’’ ფავორიტია.
ტენდერის მონაწილეთა
წინადადებების მიღება 5 სექტემბერს დასრულდა. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და
ერთადერთი მონაწილე კომპანია ,,ელ+’’-ია.
შესასყიდ ობიექტს წარმოადგენს
1000 ერთეულ (კომპლექტი) საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები
და უსაფრთხოების საშუალებები (ცეცხლგამძლე ეკიპირება, ხელთათმანი და ას. შ).
ტენდერის ღირებულება
3.2 მლნ ლარია. ,,ელ+’’ ამ მომსახურებას 3.1 მლნ ლარად შეასრულებს.
ტენდერის დოკუმენტაციის
მიხედვით, მონაწილე პრეტენდენტს, 2019 წლის
1–ლი იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, უნდა გააჩნდეს
ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს
350 000 ლარს.
,,ელ +’’ დაფუძნებულია
2005 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას 1054 გამარტივებული შესყიდვაში
აქვს მონაწილეობა მიღებული, რომლის ღირებულება 1.4 მლნ ლარია. ამასთან კომპანიას
484 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული 31.9 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულებით.
კომპანიის 100% წილის
მფლობელი პაატა ჭუმბურიძეა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss