| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბორის
ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან სამშაბათს ოფიციალურად გადადგა,
რითაც დაასრულა სამი ბობოქარი წელი ამ პოსტზე. თავის მემკვიდრე ლიზ ტრასს კი არცთუ
მარტივი პრობლემების ჩამონათვალი დაუტოვა, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, წერს
სააგენტო REUTERS.
ჯონსონმა, რომელსაც
კონსერვატიულმა პარტიამ ურჩია, სკანდალების გამო დაეტოვებინა მთავრობა, ქვეყანას ერთობისა
და მისი მემკვიდრის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
დაუნინგ–სტრიტზე გამოსამშვიდობებელი
სიტყვის შემდეგ ჯონსონმა ლონდონი დატოვა და შოტლანდიაში გაემგზავრა, რათა დედოფალ ელისაბედს
გადადგომის თხოვნით მიმართოს. შოტლანდიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მონარქის
ციხესიმაგრეს ლიზ ტრასიც ეწვევა, სადაც მას მთავრობის ფორმირებას სთხოვენ.
ლიზ ტრასმა პრემიერ–ის
პოსტი მოსალოდნელი რეცესიისა და ენერგოკრიზისის გამო მძიმე ზამთრის წინ ჩაიბარა, რომელიც
ბევრი შინამეურნეობისა და საწარმოს ჯიბეს დაარტყამს.
მისმა გეგმას, ერთდროულად
შეამციროს გადასახადებიც და ათობით მილიარდი გირვანქა სტერლინგით დაასუბსიდიროს ელექტროენერგიის
ხარჯები, უკვე შეარყია ქვეყნის საფინანსო ბაზრები – ინვესტორები გირვანქა სტერლინგისა
და სახელმწიფო ობლიგაციების თავიდან მოშორებას ცდილობენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss