ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Turkish Airlines მსოფლიოში უდიდეს ქსელურ ავიაგადამზიდად აღიარეს
12 სექტემბერი, 2022, 09:33
Turkish Airlines მსოფლიოში უდიდეს ქსელურ ავიაგადამზიდად აღიარეს

თბილისი (GBC) – თურქული ნაციონალური ავიაგადამზიდი Turkish Airlines (THY) საერთაშორისო რეისებზე ადგილების რაოდენობით მსოფლიოში უმსხვილეს ავიაკომპანიად დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაციას THY–ს პრეს–სამსახური ავრცელებს.

„ჩვენი კომპანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროსაც გამართულად მუშაობდა. მოხარული ვართ, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ახალ წარმატებებს ვაღწევთ. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში შევძლოთ 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩვენთან 65 000 ადამიანია დასაქმებული და აგვისტოს მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით, საერთაშორისო რეისებზე შეთავაზებული ადგილების რაოდენობით“, – ნათქვამია კომპანიის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის ახმეტ ბოლათის განცხადებაში.

ივლის–აგვისტოში ავიაკომპანიამ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და თვითმფრინავების დატვირთულობა 14%–ით გაიზარდა.

ივლისსა და აგვისტოში ავიაკომპანიამ დაახლოებით თანაბარი რაოდენობის – 7,8 მლნ მგზავრი გადაიყვანა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები