ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გერმანია სამუდამოდ ემშვიდობება რუსულ გაზს
12 სექტემბერი, 2022, 10:17
გერმანია სამუდამოდ ემშვიდობება რუსულ გაზს

თბილისი (GBC) – ენერგეტიკული ხიდი რუსეთი–ევროპა, რომელიც ბრეჟნევის პერიოდში აშენდა, სამუდამოდ დარჩება ისტორიის სანაგვეზე. გერმანიამ, გაზპრომის ერთ დროს უმსხვილესმა კლიენტმა, რუსული გაზის დაბრუნების იმედი დაკარგა და გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიღებაზე.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინის მიღებაზე, შემდეგ ამ მილსადენით მიწოდება 20%–მდე შეამცირა და ბოლოს მთლიანად გააჩერა ეს გაზსადენი, გერმანულმა ენერგოკომპანიებმა მასობრივად დაიწყეს იმის კეთება, რაზეც უარს ამბობდნენ გაზის კრიზისის დაწყების პირველ ეტაპზე.

Uniper, RWE და სხვა გიგანტები ახალ კონტრაქტებს აფორმებენ, რომელთა თანახმად, უახლოესი 15–20 წლის განმავლობაში შეიძენენ გათხევადებულ გაზს, წერს სააგენტო Bloomberg. მთავარი მიმწოდებლის რანგში რუსეთს აშშ ჩაანაცვლებს, რომელმაც წლის დასაწყისიდან ექსპორტზე 57 მლრდ კბ/მ გათხევადებული გაზი გაიტანა, მათ შორის 37 მლრდ კუბი – ევროპაში.

უკრაინის ომამდე გერმანია მოხმარებული გაზის ნახევარს რუსეთიდან იღებდა. ახლა კი საგანგებოდ ყიდულობს მოტივტივე ტერმინალებს, სადაც გათხევადებული გაზის რეგაზიფიცირება მოხდება. ბერლინმა უკვე 5 ერთეული ასეთი ქარხანა შეიძინა, რომლებიც წლის ბოლომდე შევლენ ექსპლუატაციაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები