| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – BBC-ს ცნობით,
გასულ თვეში შტატებში ინფლაციური წნეხი იმდენად მაღალი იყო, რომ უოლ სტრიტი ბოლო
ორი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ პოზიციაში ჩავარდა.
ამერიკის შრომის დეპარტამენტის
სტატისტიკით, 2021 წლის აგვისტოდან წლევანდელ აგვისტომდე ფასების დონე 8.3%-ით
გაიზარდა. ეს ნიშნული 2 პროცენტული პუნქტით მეტია ეკონომისტების პროგნოზებზე.
Dow Jones Industrial Average-ზე
აქციები
თითქმის 4%-ით დაეცა, S&P 500 4,3%-ით და
Nasdaq 5%-ით.
ეს არის ყველაზე დიდი კლება
2020 წლის ივნისის
შემდეგ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ინფლაცია ნომერ პირველ გამოწვევად
უკვე დაასახელა. ექსპერტების აზრით, პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგი 40%-ს მას შემდეგ
ასცდა, რაც საწვავის ფასები შემცირდა. საწვავის ფასების შემცირებამდე ბაიდენის რეიტინგი
40%-ზე ბევრად ქვემოთ იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss