| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - შანხაის თანამშრომლობის
ორგანიზაციის უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გამართულ სამიტზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
თავმჯდომარე სი ძინპინი რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
პუტინმა კმაყოფილება
გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პეკინს დაბალანსებული პოზიცია
აქვს. მისივე თქმით, ერთპოლუსიანი სამყაროს შექმნის ბოლოდროინდელმა მცდელობებმა მახინჯი
კონტურები მიიღო და ეს ყოვლად მიუღებელია ქვეყნების უმრავლესობისთვის.
პუტინი რუსეთ–ჩინეთის
სავაჭრო ურთიერთობებსაც შეეხო და რეკორდულად დაასახელა 2022 წლის პერსპექტივები, რომ
ვაჭრობა $200 მლრდ–მდე გაიზრდება.
ჩინეთის ლიდერმა კი
განაცხადა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ
კოორდინაცია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასა და სხვა მრავალმხრივ ფორმატებში.
მისივე თქმით, პეკინმა და მოსკოვმა ერთობლივად უნდა დაიცვან განვითარებადი ქვეყნების
ინტერესები.
სამარყანდში ორგანიზაციის
წევრი ქვეყნების ლიდერები არიან შეკრებილი, მათ შორის აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები
ილჰამ ალიევი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა,
რომელიც მიწვეული იყო სამიტზე, უარი თქვა გამგზავრებაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss