| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC) - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს 12.2მლნ ლარიან ტენდერს, შპს ,,ალტა’’ ნახევარ ფასში იგებს.
ტენდერის მიხედვით სააგენტო
გეგმავდა 12.2 მლნ ლარის ღირებულების 5567 ერთეული ( თითო 2 195 ლარი) ლეპტოპის შეძენას.
ლეპტოპი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის.
აღნიშნულ ტენდერში შპს
,,ალტამ’’, ფაქტიურად ნახევარ ფასად შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კომპანია 5.8მლნ ლარად
მიაწვდის აღნიშნული რაოდენობის პროდუქციას (ერთეულის ღირებულება 1043 ლარი).
ტენდერის დოკუმენტაციის
მიხედვით, ლეპტოპები უნდა აკმაყოფილებდნენ მინიმალურ ტექნიკურ პარამეტრებს (ოპერატიული მეხსიერება
4გბ,მყარი დისკი 256გბ და ას.შ).
შესყიდვის ობიექტის მიწოდება
უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად,
ხელშეკრულების გაფორმებიდან
8 თვეში. ასევე
მიმწოდებელი ვალდებულია გაავრცელოს
ლეპტოპებზე არანაკლებ
ერთ წლიანი
საგარანტიო მომსახურება.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს
2019, 2020, 2021 წლების განმავლობაში უნდა
ჰქონდეს ჯამურად
არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი)
ლარის ფინანსური
ბრუნვა.
შპს ,,ალტა’’ დაარსებულია 1998 წელს. ტენდერების მონიტორის
მიხედვით კომპანიას 789 მოგებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 79 მლნ ლარია.
კომპანიას 6.3მლნ ლარის 2818 გამარტივებული შესყიდვა, ხოლო26.7მლნ ლარის 1369 კონსოლიდირებული შესყიდვა აქვს განხორციელებული
მფლობელთა სტრუქტურა კი
ასეთია:
შპს დაგეტა კაპიტალი,
47.5%
ნინო ფირცხალავა 0.2%
ინგა ზურაბიანი 0.2%
ანა დათაშვილი 0.3% ნინო ქანთარია 0.7%
ნანა კასრელიშვილი
7.3863%
თეა კაკაბაძე
29.0579%
კახა ჭოველიძე 3%
დავით სოფრომაძე 2.4%
გრიგოლი
ნიკოლაიშვილი
1.6137%
ზურაბ
ტაბიძე
2%
ლევანი ნიკოლაიშვილი 5.3494%
გია ზაზაშვილი 0.2927%
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss