ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
„თეგეტა ჰოლდინგი“ დასუფთავების მსოფლიო დღის აქციას შეუერთდა
20 სექტემბერი, 2022, 10:26
„თეგეტა ჰოლდინგი“ დასუფთავების მსოფლიო დღის აქციას შეუერთდა

თბილისი(GBC) - 17 სექტემბერს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში დასუფთავების აქცია მოეწყო. ამ საერთაშორისო თარიღს წელს „თეგეტა ჰოლდინგიც“ შეუერთდა.

„თეგეტა ჰოლდინგისა“ და მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომლებმა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივად გამწვანებული ტერიტორიის, დიღმის ჭალების დასუფთავებაზე იზრუნეს. აქცია „პოლივიმის“, „პარკი არ მინდასა“ და „დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის“ მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლებს“ ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესებიც გააცნეს. დიღმის ჭალებში ნარჩენები სწორედ ამ წესების მიხედვით შეგროვდა. 


 


ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გარემოზე ზრუნვა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ნარჩენების პრობლემის დაძლევა დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, გარემოზე ზრუნვა კი - თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. საამაყოა, რომ მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მოხალისეს ჩვენი დიდი გუნდიც შეუერთდა და მცირედი წვლილი შევიტანეთ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებული ტერიტორიის დასუფთავებაში“ .

ცალკე მოგროვდა ათობით გამოყენებული საბურავი. ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებმა გადაყრილი საბურავები მიმდებარე ტერიტორიიდან სპეციალური ტექნიკით გაიტანეს.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლების მიერ დიღმის ჭალებში შეგროვებული ნარჩენები გადასამუშავებლად პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცათ.

დასუფთავების მსოფლიო დღე 2008 წლიდან აღინიშნება და 200-მდე ქვეყანაში მილიონობით მოხალისეს აერთიანებს. მთავრობის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და კომპანიების წარმომადგენლები ერთიანდებიან, რათა საერთო ძალისხმევით დაძლიონ ნარჩენების გლობალური პრობლემა და მდგრად განვითარებას შეუწყონ ხელი.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები