| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ
მსოფლიოს ქვეყნებს კოკაინის ლეგალიზაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან გაეროს გენასამბლეაზე
თავის მიმართვაში თქვა, იუწყება CNN.
პეტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკაში ნარკოტიკებთან
ომი უნდა შეწყდეს, რადგან ამან კრახი განიცადა.
კოლუმბიის ლიდერმა თავის გამოსვლაში ნარკოდამოკიდებულება
მისივე აზრით კაცობრიობისთვის უფრო საშიშ ფაქტორს დაუპირისპირა: „ირაციონალურ ძალაუბლებაზე,
მოგებასა და ფულზე დამოკიდებულებას“.
„რა უფრო მომწამვლელია კაცობრიობისთვის – კოკაინი, თუ
ნახშირი და ნავთობი?“, – იკითხა პეტრომ.
კოლუმბიის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ კოკაინის ზედოზირებით
სულ ცოტა ადამიანი იღუპება და ეს მაშინ, როდესაც ნახშირმა და ნავთობმა შესაძლოა „მთელი
კაცობრიობა გაანადგუროს“.
„ნარკოტიკების მოხმარების შემცირება არ საჭიროებს ომებს.
ჩვენ ყველა უნდა ვზრუნავდეთ უკეთესი საზოგადოების აშენებაზე“, – დასძინა პრეზიდენტმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss