ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ალდაგი აგრო დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერია
23 სექტემბერი, 2022, 12:26
ალდაგი აგრო დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერია

თბილისი (GBC) – სადაზღვევო კომპანია ალდაგი აგრო დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია 2022-ის მხარდამჭერია. კონფერენცია სასტუმრო ბილტმორში, 26-28 სექტემბერს ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები და აგროდაზღვევის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მონაწილეობენ. AgroInsurance International Conference (agroinsconf.com)

აგროდაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც სადაზღვევო ბაზრის განვითარების მიზნით ტარდება. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები სოფლის მეურნეობის დაზღვევაში, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის საერთაშორისო ბაზრების მიმოხილვა, აგროდაზღვევის პროგრამების ტექნიკური ასპექტები - შემუშავება და ბაზარზე დანერგვა, აგროდაზღვევის პორტფელის მართვისა და ანდერაიტინგის სპეციფიკა, სადაზღევევო კომპანიების ეფექტურობა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

ალდაგისთვის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს მიმართულება აგროდაზღვევაა. წლების განმავლობაში ფერმერებისთვის 24 მილიონ ლარამდე გვაქვს ანაზღაურებული. ალდაგის ნდობის მაჩვენებელი აგრო დაზღვევის მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება. აგრო დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაზიაროთ გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში გვაქვს დაგროვილი და გავაღრმავოთ ურთიერთობები ბაზრის სხვა მოთამაშეებთან,“- აცხადებენ სადაზღვევო კომპანია ალდაგში;

აღსანიშნავია, რომ ალდაგი  აგროდაზღვევის ბაზარზე წლებია ლიდერობს, როგორც ანაზღაურების ოდენობით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებითა და სერვისებით. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები