ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მარაბდა-კარწახის რკინიგზა 124–მილიონიან მოგებაზეა
26 სექტემბერი, 2022, 16:13
მარაბდა-კარწახის რკინიგზა 124–მილიონიან მოგებაზეა

თბილისი (GBC) - 2017 წლის შემდეგ პირველად შპს ,,მარაბდა–კარწახის რკინიგზა’’ მოგებაზეა.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2021 წელს კომპანიამ 123.9 მლნ ლარის მოგება დააფიქსირა. 2020 წელს კი კომპანიის ზარალი რეკორდულ 382.5 მლნ ლარს შეადგენდა.

კომპანიამ 10.2%-ით გაზარდა აქტივები და 2021 წლის მდგომარეობით ის 1.8 მლრდ ლარს შეადგენს.

ამ პერიოდში კომპანიას 10.1%-ით შეუმცირდა კაპიტალი და 1.1 მლრდ ლარი შეადგინა.

კომპანიამ 11.4%-ით – 4,8 მლრდ ლარამდე გაზარდა თანამშრომელთა ხელფასები.

კომპანია 2007 წელს დაარსდა და მისი 100% წილის მფლობელია სახელმწიფო.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა პირდაპირი სარკინიგზო ხაზის გაყვანა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანისა და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შენდება და მისი ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება პროექტის დასრულების შემდეგ. პროექტის დასრულების საწყისი თარიღი იყო 2014 წელი. კონტრაქტორებთან გაფორმებული საბოლოო შეთანხმების მიხედვით, პროექტის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2022 წლის 31 დეკემბერი. პროექტის დასრულების თარიღი გადავადდა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო, კერძოდ: კლიმატური პირობები, რთული რელიეფი, მყარი ნიადაგი და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგება: თანხა ₾

2021

2020

აქტივები

1.8მლრდ

1.7მლრდ

კაპიტალი

1.1მლრდ

1.2მლრდ

წმინდა მოგება

123.9მლნ

(382.5მლნ)

გაცემული ხელფასები

4.8მლნ

4.4მლნ

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები