ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსებმა ქვეყნის დატოვების უჩვეულო გზას მიაგნეს
27 სექტემბერი, 2022, 12:11
რუსებმა ქვეყნის დატოვების უჩვეულო გზას მიაგნეს

თბილისი (GBC) - რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურთ, თურქეთში სოჭიდან იახტებით გადაყვანას სთავაზობენ. აღნიშნული მარშრუტი უკვე გახსნილია, წერს პორტალი TourDom.

გამოცემის ცნობით, უცხოეთში გასვლის უჩვეულო გზას რუსეთის მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში მიაგნეს. ტურისტებს თურქეთში იახტებით გადაყვანას სოჭიდან ან სევასტოპოლიდან სთავაზობენ.

ამდენად, რუსებს დღეიდან შეუძლიათ ბილეთების შეძენა იახტაზე, რომელიც თურქეთის ქალაქ სინოპის მიმართულებით 29 სექტემბერს გავა. მგზავრობის საფასური ერთ ადამიანზე 150 ათას რუბლს ($2500) შეადგენს. ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბორტზე არ დაიშვებიან ბავშვები და ცხოველები. კიდევ ერთი პირობაა, რომ გამგზავრების მსურველების უცხოეთის პასპორტების მოქმედების ვადა სულ მცირე 6 თვე უნდა ჰქონდეთ.

რუს მოგზაურებს სოჭიდან თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გადაყვანასაც სთავაზობენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იახტა მაქსიმუმ 8 ადამიანს იტევს. დანარჩენი დეტალების გარკვევა მხოლოდ მითითებულ ტელეფონის ნომერზეა შესაძლებელი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის დატოვების მსურველ რუსებს უცხოეთში გამგზავრებას კერძო თვითმფრინავით სთავაზობდნენ. ბილეთების ფასი 508 ათასიდან ($8 500) 1 მლნ რუბლამდე ($16 600) მერყეობდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები