ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს

თბილისი (GBC) – საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოცხადებულ 41.1მლნ ლარიან ელექტრონულ ტენდერში კომპანია ,,თბილი სახლი’’ ერთადერთი კანდიდატია.

ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და თბილი სახლის შეთავაზება 39.9მლნ ლარია.

ტენდერი გულისხმობს თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას . N31-ში სსიპსაზოგადოებრივი მაუწყებლისახალი შენობის ელექტრო-მექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოების (II ეტაპი - გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, წყალარინებისა და ელექტრომომარაგება-სუსტი დენების სიტემები, ლიფტების მიწოდება-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვას.

 ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაა განისაზღვრება ობიექტის ჩაბარებიდან 1 წლით, ხოლო მოწყობილობებზე და დანადგარებზე მინიმუმ 3  წელს ვადით.

პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ყოველწლიურად შესრულებული უნდა ქონდეს მინიმუმ 3 მლნ ლარის ღირებულების ანალოგიური სამუშაოები.

კომპანია ,,თბილი სახლი’’ დაარსდა 2001 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 37.2მლნ ლარს შეადგინს. ხოლო გამარტივებული შესყიდვებოს საერთო ღირებულება 3.2მლნ ლარის.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა ასე გამოიყურება:

რუდოლფ ნაზაროვი 40%.

მარი კურტანიძე 5%.

მალხაზ კურტანიძე 55%.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები