| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის „ინოვასი" ნაწარმით უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ.
პროექტ „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შექმნილმა კომპანიამ, მსოფლიო ფარმაცევტული ინდუსტრიის ყველაზე დიდ გამოფენაში CPHI Worldwide 2015-ში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა.
კომპანიის ცნობით, მათ უკვე აქვთ კონკრეტული შეკვეთები რუსეთიდან, ყაზახეთისა და უკრაინიდან. თანამშრომლობას ასევე განიხილავს დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფო -ბენინი.
ამასთან, კომპანიის პოტენციალის გაცნობის შემდეგ, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა იტალიურმა კომპანიამაც, რომელიც ერთ-ერთი ფარმაკოლოგიური პროდუქციის აქტიური ინგრედიენტის ექსკლუზიურად კომპანია „ინოვასისგან" შეძენაზე და შესაბამისად, სხვა მომწოდებელი ქვეყნის საქართველოთი ჩანაცვლებაზე ფიქრობს. დეტალებს კომპანია ჯერ არ ასაჯაროებს.
შეგახსენებთ, „ინოვასის" საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს დასაარსებლად 4 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, ის აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის საწარმოო ხაზით.
აღსანიშნავია, რომ , მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით CPHI Worldwide 2015 -ში მონაწილეობა ასევე მიიღეს PSP-მ და „ავერსმა".
CPHI Worldwide 2015 ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, იგი აერთიანებს კომპანიებს მთელი მსოფლიოდან და ათასობით ვიზიტორს უყრის თავს, ამჯერად, კი ვიზიტორების რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი ზრდის ტრენდით ხასიათდება.
სამკურნალო საშუალებების ექსპორტმა 9 თვეში 96,5 მლნ გადააჭარბა, შარშან ამავე პერიოდში ექსპორტის მოცულობა 66 მილიონამდე იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss