ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ქართულ პორტებს ტვირთბრუნვა 7 პროცენტით შეუმცირდა
ნინო ტაბატაძე
6 ნოემბერი, 2015, 15:26
ქართულ პორტებს ტვირთბრუნვა 7 პროცენტით შეუმცირდა

თბილისი (GBC) - შარშანდელთან შედარებით ქართულმა პორტებმა 1,1 მლნ ტონა ტვირთი დაკარგეს.  

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურები და საზღვაო ტერმინალები  14,6 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა. მხოლოდ სექტემბერში 1,5 ტონას. შარშან 9თვეში ტვირთბრუნვა 15,7 მილიონი იყო.

ტვირთბრუნვის შემცირების ტრენდი რჩება ფოთის საზღვაო ნავსადგურში, სადაც 5,2 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, 1,2 მილიონით ნაკლებს, ვიდრე შარშან.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 4,3 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, 0,3  მილიონით ნაკლები შარშანდელ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობას, აქაც წლიური კლება ფიქსირდება. სულ 290 822 TEU/ერთეული კონტეინერი გადამუშავდა.

საზღვაო ტერმინალებში ტვირთების გადამუშავების დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება. ყულევის ტერმინალში 9 თვეში, 1,9 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, ზრდა წინა წელთან შედარებით 0,4 მილიონია.

სუფსის ტერმინალში ტვირთების მოცულობა 3,2 მლნ ტონის ნიშნულზე შენარჩუნდა.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები