| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

10 000კვ/მ-ზე განთავსებული ჰიპერმარკეტი მომხმარებელს საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის 40 000-ზე მეტ სახეობას შესთავაზებს, მათ შორისაა სურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სპორტისა და დასვენებისათვის საჭირო მოწყობილობები და ტექსტილი.
„კარფური საქართველოს‟ გენერალური დირექტორის ფილიპ პეგილანის განმარტებით, ‟კარფური ისთ ფოინთმა‟ 450-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში „კარფურის" თანამშრომელთა რიცხვი 2015 წელს გაორმაგდა და 1200-ს მიაღწია.
"Majid Al Futtaim Retail‟-ის მიერ განხორციელებული 45 მილიონი ლარის ინვესტიციის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო კვირაში გავხსნით მესამე სუპერმარკეტს ისანში, რომელიც დამატებით 120 ადამიანს დაასაქმებს. ასევე ვაპირებთ განვაგრძოთ გაფართოება თბილისსა და რუსთავში, და საქართველოს ორ დიდ ქალაში - ბათუმსა და ქუთაისში, რათა განვავრცოთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულება - „შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე",- განაცხადა ფილიპ პეგილანმა.
ამჟამად „კარფური‟ 500-ზე მეტ მომწოდებელთან თანამშრომლობს საქართველოს 20 სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორისაა კახეთი, იმერეთი და შიდა ქართლი.
კარფური ასევე თანამშრომლობს 30 ადგილობრივ ფერმერთან და მათ ამ თანამშრომლობის შედეგად ადგილობრივი სტანდარტების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრას მიაღწიეს.
„კარფურმა‟, როგორც ლიდერმა ევროპაში, საქართველოში საცალო ვაჭრობის საერთაშორისო სტანდარტებიც დანერგა, მაგალითად ჰიგიენის მაღალი დონე, რომელიც პროდუქციის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. ბრენდის მიზანია პროდუქციის უდიდესი არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს.
„კარფურ საქართველო‟ ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში. 2013 წელს გაიხსნა სუპერმარკეტი სავაჭრო ცენტრში „ქარვასლა", ხოლო 2014 წელს სავაჭრო ცენტრ „ჯითისი"-ში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss