| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „ევროპა-ბეთმა" გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, ოფლაინ პოკერის თამაშებისთვის განკუთვნილი სივრცის- „პოკერ რუმის" დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
კომპანია აცხადებს, რომ მათი შემოსავლები უპირატესად ონლაინ თამაშებზე მოდის, ამიტომ, მეტად ფოკუსირებული იქნება ონლაინ სივრცეში მომხმარებელთა მოთხოვნებისა და გამოცდილების სრულყოფა-გამდიდრებაზე.
კომპანიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ქართული სათამაშო კომპანია „ევროპა-ბეთი" "ბეთსონმა" შეიძნა, კომპანიის განვითარების სტრატეგია კიდევ უფრო დაუახლოვდა მსოფლიო ტრენდებს.
"პოკერ რუმის" დახურვის მიუხედავად, „ევროპა-ბეთი" გააგრძელებს პოკერის ლოკალური ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით.
შეგახსენებთ, რომ სწორედ „ევროპა-ბეთი" იყო პირველი კომპანია, რომელიც გახდა World Poker Tour -ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში და ჩაატარა ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირი თბილისში 2015 წელს, ასევე „ევროპა-ბეთი" გახლდათ UPS -ის ტურნირების მასპინძელი. მომავალში, პოკერის მოყვარულთათვის ის გააგრძელებს მსგავსს შეთავაზებებს და არ გამორიცხავს, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, კვლავ გახსნას მასშტაბური და საერთაშორისო დონის პოკერ რუმი.
„დღეს ონლაინ თამაშებს შთამბეჭდავი ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რადგან მომხმარებელს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი შეთავაზების მიღება შეუძლია ამ სივრცეში. ნებისმიერი არჩევანი პერსონალურია და მორგებულია უშუალოდ მოთამაშის გამოცდილებასა და მოთხოვნებზე. ამიტომაც, პოკერის მომავალი თანამედროვე სამყაროში ონალაინ სივრცეში გადადის და მომწოდებლები არგუმენტირებულად მის სრულყოფას ცდილობენ.", - აცხადებს სათამაშო კომპანიის მენეჯმენტი.
მათი ცნობით, "ევროპა-ბეთი" „ბეთსონ ჯგუფთან" ერთად ფოკუსირებულია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე.
საქართველოში მხოლოდ „ევრობა-ბეთს" აქვს ანდროიდისა და iOS სისტემებზე მორგებული აპლიკაცია.
2016-2017 წლებში „ევროპა-ბეთის" სტრატეგია ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა გამოცდილების გამარტივებაზე, გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, მობილურ გადაწყვეტილებებსა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss